პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

"ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში უკრაინისთვის მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ", — ნათქვამი განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დელეგაციაში, რომელსაც ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიცაა.