აშშ-ში დაბადების დღის წვეულებამდე ალიგატორი სათავსოში შეიჭრა და დიეტური კოკა-კოლა მიირთვა
დაბადების დღეზე, როგორც წესი, მხოლოდ მიწვეული სტუმრები მიდიან ხოლმე, ამიტომ, მასპინძელ იუბილარს ყოველთვის წინასწარ აქვს გათვლილი, რა რაოდენობის სასუსნავი დასჭირდება. თუმცა, ფლორიდაში მცხოვრებ ოჯახს საიუბილეო წვეულებამდე დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია და საკვების მარაგსაც თავადვე მიაგნო.
როცა კერინ და ჯეიმი დობსონებმა ავტოფარეხიდან საეჭვო ხმა გაიგონეს, სიტუაციის გასარკვევად გაემართნენ და კარი გააღეს. სათავსოში შეხედვისას ისინი თვალებს არ უჯერებდნენ — მათ იქ ორმეტრნახევრიანი ალიგატორი დახვდათ, რომელიც ძირს გადმოყრილ ქილებს შორის მშვიდად მიიზლაზნებოდა.
საქმე ისაა, რომ წყვილმა კერინის დაბადების დღის წვეულებისთვის რამდენიმე ქილა გაზიანი სასმელი იყიდა, თუმცა, ნაადრევ სტუმარს თავპატიჟი არ გამოუდია და დიეტური კოკა-კოლის დაგემოვნება გადაწყვიტა.
"ყველგან დიეტური კოკა-კოლა იყო დაღვრილი, რადგან ალიგატორმა შეფუთვა გახსნა და რამდენიმე ქილა მიირთვა", — ჰყვება კერინი, — "ალბათ ლუდი ეგონა".
როგორც ჩანს, ალიგატორი სათავსოში მაშინ შევიდა, როცა წყვილი სეირნობიდან დაბრუნდა და ავტოფარეხის კარის დაკეტვა დაავიწყდა. დობსონების თქმით, ისინი ფლორიდაში ჩიკაგოდან ცოტა ხნის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად, ამიტომ კარის ღიად დატოვების საფრთხეზე არაფერი იცოდნენ.
საბოლოოდ, ალიგატორი დაიჭირეს და დაუსახლებელ ზონაში გაუშვეს.
რეპტილიების ეს სახეობა დასახლებულ ადგილებში ძირითადად დაწყვილების სეზონზე — აპრილიდან ივნისამდე — ხვდება ხოლმე, როცა ისინი ჭაობებს ტოვებენ და პარტნიორის მოსაძებნად მიდიან. თუმცა, ველური ბუნების მკვლევრების თქმით, ადამიანებს საფრთხე იშვიათად ექმნებათ.
"ალიგატორები იშვიათად კბენენ ადამიანებს", — წერია ფლორიდის ველური ბუნების კომისიის ანგარიშში, — "მდედრი ალიგატორები თავიანთი საცხოვრებლის დასაცავად დაუპატიჟებელ სტუმრებს სისინითა და პირის გაღებით აშინებენ, თუმცა, მათ იშვიათად ესხმიან თავს. ალიგატორები სხვებს, ძირითადად, წყალში ან მის მახლობლად კბენენ".
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები