გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მაისს დღის ბოლოდან 8 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონაში მეწყრული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება გამოიწვიოს.