თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში რეგისტრირებულ მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტის სწავლის გადასახადს დაუფინანსებენ.

კალაძის თქმით, დაფინანსება მოხდება წელიწადში ორჯერ, სემესტრულად და დამოკიდებული იქნება განვლილ სემესტრში საგნების შეფასების საშუალო ქულაზე. მერია სტუდენტებს სწავლას 100 ან 70 პროცენტით დაუფინანსებს.

თბილისის მერის განმარტებით, დაფინანსების მისაღებად საჭიროა, რომ განცხადების შეტანის მომენტისთვის სტუდენტეს არანაკლებ ბოლო 6 თვისთვის უფიქსირდებოდეს თბილისში რეგისტრაცია.