რეალითი შოუს ვარსკვლავი და ინტერნეტში პოპულარული მიმის გმირი, კაილია პოუზი, 16 წლის ასაკში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ კაილიას დედა, მერსი პოუზი გეტერმანი, ავრცელებს.

"ვერაფერს ვამბობ ან ვფიქრობ", — წერს გეტერმანი, — "მშვენიერი პატარა გოგო წავიდა ჩვენგან. გთხოვთ, კაილიას გლოვისას ნუ შეგვაწუხებთ".

გეტერმანს არ აღუნიშნავს, რა მიზეზით დაიღუპა მისი შვილი. დედის თქმით, კაილიას წინა თვეში სკოლის გამოსაშვები ღონისძიება ჰქონდა.

პოუზი ცნობილი გახდა შოუდან Toddlers & Tiaras, რომელიც 2009 წლიდან 2013 წლამდე გადიოდა. მაშინ კაილია 5 წლის იყო და კალიფორნიის ბავშვთა სილამაზის კონკურსში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ეპიზოდში გოგოს რეაქცია მალევე გახდა ძალიან პოპულარული და პოუზის "გიფი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ინტერნეტმიმადაც იქცა.

ფოტო: Tenor

როგორც ცნობილია, კაილიამ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა მოზარდობის ასაკშიც განაგრძო. თებერვლის თვეში იგი მის თინეიჯერი ვაშინგტონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა.