პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გასათვალისწინებელია ილია მეორეს "ბრძნული მოსაზრებები და რჩევები". მისი თქმით, დღეს, 3 მაისს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

"ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები", — წერს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ილია მეორეს "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე" ესაუბრა.