მეთ გალაზე ცნობილი ადამიანები ერთმანეთისა და მსოფლიოს მონუსხვას გამუდმებით ცდილობენ, თუმცა საზოგადოება რამდენიმე ვარსკვლავს, რომლებიც მოდისა და სტილის სიმბოლოებად მიიჩნევიან, მაინც განსაკუთრებულად ელოდება. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა მსახიობი ზენდეიაა.

ზენდეია იმ ვარსკვლავებს შორისაა, რომლებიც მეთ გალას თემას ყოველთვის სწორად იგებენ და, ამასთანავე, არც შთაგონებასა და ფანტაზიას უჩივიან. სწორედ ამიტომ უამრავ ადამიანს დასწყდა გული, როცა გაიგეს, რომ ზენდეიამ ღონისძიება ზედიზედ მეორედ გამოტოვა.

"თქვენმა გოგომ ფილმებზე უნდა იმუშაოს. ოდესმე დავბრუნდები", — განაცხადა ზენდეიამ Extra-სთან ინტერვიუში.

სანამ დაბრუნდება, მეთ გალაზე ზენდეიას რამდენიმე გამორჩეულ ჩაცმულობას გაგახსენებთ:

ზენდეიას პირველი მეთ გალა 2015 წელს, რომლის მთავარი თემაც ჩინური კულტურა იყო

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ზენდეიას ჩაცმულობა 2016 წელს თემაზე "მოდა ტექნოლოგიების ეპოქაში"

ფოტო: Extra

ფოტო: Getty Images

2017 წელს მსახიობმა Comme des Garçons მოირგო

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

2018 წლის მთავარი თემა "სამოთხის სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა" იყო

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

2019 წელს ზენდეია დისნეის პრინცესას ჰგავდა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ამავე თემაზე: