საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზეა. აპრილში წლიური ინფლაცია 12,8%-ს გაუტოლდა.

მიმდინარე წლის აპრილში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 22,4%-ით, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 21,3%-ით გაიზარდა.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 289,8%-ით;
  2. ბადრიჯანი — გაძვირდა 119,9%-ით;
  3. ქლიავი — გაძვირდა 56,7%-ით;
  4. მარგარინი — გაძვირდა 54,2%-ით;
  5. კარტოფილი — გაძვირდა 53,9%-ით;
  6. დიზელის საწვავი — გაძვირდა 53,4%-ით;
  7. კიტრი — გაძვირდა 44,1%-ით;
  8. ელექტროყავადანი — გაძვირდა 42,6%-ით;
  9. ბენზინი — გაძვირდა 41,4%-ით;
  10. წიწიბურა — გაძვირდა 39,4%-ით.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.