თბილისში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან, მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიღეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და 112-ში განუცხადეს.

112-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მტკვარში ქალის გადახტომის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 20:30 საათზე მიიღეს, სამაშველო ბრიგადა კი ერთ წუთში გავიდა, თუმცა, ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.