პოპკულტურის მოყვარულებისთვის მაისის პირველი ორშაბათი განსაკუთრებული დღეა — ცნობილი სახეები მეთ გალაზე იკრიბებიან და ერთმანეთისა და მსოფლიოს გაოცებას კოსტიუმებით, აქსესუარებითა თუ მაკიაჟით ცდილობენ.

2022 წლის მეთ გალას თემა "მოდის ანთოლოგია ამერიკაში: 'მოოქრული ხანის' ბრწყინვალება" იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სახე, მათ შორის, რიანა, ზენდეია და ბიონსე დააკლდნენ, რამდენიმე ვარსკვლავმა ჩვენი მოხიბვლა მაინც მოახერხა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის მეთ გალას საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს:

1. ბლეიკ ლაივლის ვერსაჩეს კაბა ეცვა და საოცარი ტრანსფორმაციითაც მოგვნუსხა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

2. ბილი აილიშმა გუჩის სამოსით მოგვხიბლა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

3. ალიშა კისი კვლავ ნიუ-იორკზეა შეყვარებული — მუსიკოსმა რალფ ლორენის კაბა მოირგო

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

4. სარა ჯესიკა პარკერი არასდროს ცდება — მსახიობს კრისტოფერ ჯონ როჯერსის კაბა ეცვა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

5. ჟანელ მონე რალფ ლორენის კოსტიუმით ნამდვილად ბრწყინავდა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

6. მეგან თი სტალიონიმ ოქრო და Moschino აირჩია

ფოტო: Moschino

ფოტო: Getty Images

7. "მოოქრული ხანა" ქარდი ბიმ პირდაპირ გაიგო და ვერსაჩე მოირგო

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

8. კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს კაბა მოირგო, რომელიც მსახიობს პრეზიდენტის დაბადების დღის სიმღერისას ეცვა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

9. ჯოდი ტერნერ-სმიტი გუჩის კაბით ბრწყინავდა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

10. ლორა ჰარიერმა Glemaud-ის კაბა მოირგო

ფოტო: Glemaud

ფოტო: Getty Images