ალბათ, ბევრი ადამიანი დაინტერესებულა, თუ რამდენს უხდიან ცნობილ ვარსკვლავებს მათ ფილმებში, სიმღერებსა და სხვა პროექტებში. მართალია, ბოლო წლებში ზოგ ცნობილ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, თუმცა ზოგიერთმა მოახერხა და მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელთა ქონებაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ალბათ, ამ სიაში მათი უმეტესობის დანახვა არ გაგაკვირვებს, თუმცა კონკრეტულად რა თანხას ფლობდნენ ეს ადამიანები, ალბათ, აქამდე არ იცოდი.

1. მერაია ქერი 2002 წელს $28 მილიონს ფლობდა, ახლა კი მისი ქონება $320 მილიონია

ფოტო: Getty Images

2. მაიკლ ჯორდანის ქონება ბოლო 20 წელში $431 მილიონიდან $1.7 მილიარდამდე გაიზარდა

ფოტო: Getty Images

3. 50 Cent-ს 2002 წელს მხოლოდ ერთი მილიონი დოლარი ჰქონდა, ახლა კი $40 მილიონს ფლობს

ფოტო: Getty Images

4. ჯეფ ბეზოსის ქონება 2002 წელს $1.6 მილიონი იყო, ხოლო 2022 წელს $164 მილიარდი გახდა

ფოტო: Getty Images

5. ჯენიფერ ენისტონის ქონება 2002 წელს $43 მილიონი იყო, ახლა კი მსახიობი $320 მილიონის მფლობელია

ფოტო: Getty Images

6. ბრედ ტიპის ქონება 2002-დან 2022 წლამდე $127 მილიონიდან $300 მილიონამდე გაიზარდა

ფოტო: Getty Images

7. P. Diddy 2002 წელს $293 მილიონს ფლობდა, ახლა კი მას $900 მილიონი აქვს

ფოტო: Getty Images

8. 2002-2022 წლებში უილ სმიტის ქონება $113 მილიონიდან $350 მილიონამდე გაიზარდა

ფოტო: Getty Images

9. პოლ მაკარტნის ქონება 2002 წელს $628 მილიონი იყო, ახლა კი მომღერალს $1.2 მილიარდი აქვს

ფოტო: Getty Images

10. და ბოლოს, ილონ მასკის ქონება 2002 წელს $165 მილიონი იყო, 2022 წელს კი ის $240 მილიარდის მფლობელია

ფოტო: Getty Images