მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებთ, საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა. მათი თქმით, ეს ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის.

29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, თამთა ჯანაძე, სოფო ზედელაშვილი და იმედა დარსალია, რომლებმაც არხზე არსებულ ცენზურასა და ე.წ. შავ სიებზე ისაუბრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად "საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძებლობის ეჭქვეშ დაყენებით" საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას" ასახელებს", — წერია განცხახებაში.

კოალიციის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა იაცვა.

მათივე თქმით, 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა უცხო სუნელის წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი.

"შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც "ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა" პიროვნული დევნის გაგრძელება", — წერს კოალიცია.

იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია მაშინ განუცხადა, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს. მოგვიანებით მან ისაუბრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვინ უნდა ჩაეწერა ჟურნალისტს და ვინ არა

25 მარტს დარსალიამ ბრიფინგზე დაასახელა იმ რესპონდენტების სახელი და გვარები, რომელთა ჩაწერაც, მისი თქმით, პირველმა არხმა აუკრძალა. ბრიფინგს, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტები, რომლებიც ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქმის ფარგლებში სახალხო დამცველს მიმართავდნენ.