საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩია. იგი კომისიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

კახი ბექაური კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს.

კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე (2012 წლის მარტი-დეკემბერი) ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობაში მყოფი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიაში, მეცხრე არხში, დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 16 აპრილს აირჩია. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას 2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.