დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა. ის საშუალებას მისცემს მფრინავ ტაქსებს აფრინდნენ და დაეშვან ქალაქის დატვირთულ რაიონებში.

მიუხედავად იმისა, რომ ინჟინრები და დიზაინერები მუშაობენ ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) ცდილობს შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათი მიზანია შექმნან სპეციალური ცენტრები ფრენების მარტივად განსახორციელებლად.

სტარტაპმა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება 15 თვეში დაასრულა.

რას შეიძლება ველოდოთ Air One-ისგან?

ლონდონის დატვირთული ქუჩებიდან სამი საათის სავალზე, Air-One აშენდა კოვენტრიში, ქალაქში, რომელშიც რეაქტიული ძრავა და Jaguar-ის მარკის მანქანა გამოიგონეს. პროექტი შემუშავდა კოვენტრის საქალაქო საბჭოსა და Urban Air-Port-ის პარტნიორობით. მიზანი კი გადაადგილების ახალ ეტაპზე აყვანა, საცობების შემცირება და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვაა.

წყალბადის საწვავით აღჭურვილი Air One სრულად ავტონომიურია და ინტეგრირებულია ელექტრო მანქანების მისაღებად. საბოლოოდ ეს უზრუნველყოფს ნულოვანი გამონაბოლქვის ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას. აეროპორტს შეუძლია ელექტრო დრონების და საჰაერო ტაქსების მიღება. მისი შემქმნელები თანამშრომლობდნენ Hyundai-ის საჰაერო მობილობის ჯგუფთან, Supernal-თან.

როგორია მომავალი?

Air One ამ ეტაპზე კოვენთრიშია. თუმცა, კომპანიაში მსგავსი აეროპორტების განთავსებას მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ლოკაციაზე გეგმავენ. საუბარია ლონდონისა და ლოს-ანჯელესის მსგავს დატვირთულ ქალაქებზე. ასევე ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.

ვნახოთ რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.