10 უჩვეულო უცხოური სიტყვა, რომელსაც ქართულში შესატყვისი არ მოეძებნება
მსოფლიოში 7 ათასზე მეტი ენა არსებობს. ისინი ენათა ოჯახებად, ქვეოჯახებად, შტოებად და კიდევ უფრო ვიწრო ნაკრებებად იყოფიან — თითოეულ ამ ჯგუფში შემავალ ენებს კი რაღაც დონის მსგავსება აკავშირებთ. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ენაში არსებობს სიტყვები, რომლებიც ვერ ითარგმნება. ეს არცაა გასაკვირი — ენა ხომ კულტურის ნაწილია. მით უმეტეს, ქართველურ ენათა ჯგუფს, რომელიც არცერთ ნაკრებს არ ენათესავება, სხვებთან საერთოს პოვნა უჭირს. ამიტომ, ზოგიერთ უცხოურ სიტყვას ჩვენს ენაზე პირდაპირი შესატყვისი არ მოეძებნება.
1. Cafuné
ეს პორტუგალიური სიტყვა საყვარელი ადამიანის თმაში თითების შეცურებას ნიშნავს.
2. פירגון [ფირგუნ]
ებრაულად ეს სიტყვა ნიშნავს გულწრფელ, არაეგოისტურ სიხარულს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც კარგი შეემთხვა, ან შეიძლება შეემთხვეს.
3. बिरह [ვირაჰა]
ჰინდიზე ასე გამოხატავენ სიყვარულს, რომელსაც მხოლოდ განშორების შემდეგ იაზრებ.
4. Retrouvailles
ფრანგულად ასე გამოითქმება სიხარული, რომელიც საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ შეხვედრას მოსდევს.
5. ناز [ნააზ]
ურდუზე ეს სიტყვა ნიშნავს სიამაყის გრძნობას, რომელიც იმის გამო გეუფლება, რომ სხვებს უყვარხარ.
6. Mamihlapinatapai
ეს სიტყვა, რომელიც იაგანურ ენაში გვხვდება, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე ლაკონიური ტერმინი. ასე აღინიშნება იმ ორი ადამიანის ერთმანეთთან გაცვლილი მზერა, რომელთაც საუბრის დაწყება სურთ, მაგრამ იმდენად მორცხვები არიან, რომ ვერ ბედავენ.
7. Мерак [მერაკი]
სერბულ ენაში ეს სიტყვა აღნიშნავს უბრალო რაღაცებით სიამოვნების მიღებას და ამ პატარ-პატარა ნეტარებით სამყაროსთან ჰარმონიული ერთიანობის შეგრძნებას.
8. Cwtch
უელსურად ეს არის ჩახუტებით მიღებული უსაფრთხოების განცდა.
9. ஊடல் [უდალ]
ტამილურში ამ სიტყვით გამოიხატება შეყვარებულების წაკინკლავების შემდეგ მათ მიერ თავის მოჩვენება, თითქოს გაბრაზებულები არიან.
10. Gezelligheid
ეს სიტყვა ნიდერლანდურში გვხვდება და ნიშნავს სხვასთან ყოფნით მიღებულ სითბოსა და მყუდროების შეგრძნებას.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები