საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განაცხადებით, უუკრაინამ ჩინეთს სთავაზობს, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ამის შესახებ მან ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნორმად მივიჩნიეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინას რეალური უსაფრთხოება არ მოუტანა. ახლა უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. შეთავაზება იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ ჩვენი პატივისცემისა და ნდობის ნიშანი", — ციტირებს კულებას უკრაინული მედია.

კულებამ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მისი თქმით, ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით და არა ძალის გამოყენებით.

"ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არასწორია. ყველა პრობლემა და შეშფოთება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით და არა ძალის გამოყენებით", —ამბობს ის.

29 მარტს სტამბულში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიან განაცხადა, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ, ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიებზე იყოს ქმედითი და არა ისეთივე ფურცელი, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმი.

30 მარტს გერმანიის მთავრობის სპიკერმა განცხადა, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს.