პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის წარმოების შეჩერების საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობას მალე ეტყვიან სასიამოვნო ინფორმაციას. მისი თქმით, ყველა საკითხზე მუშაობენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.

"ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენა ხლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ გარწმუნებთ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები", — თქვა მან.

29 აპრილიდან სანქციების გამო კომპანია ბორჯომი ორივე ქარხანაში წარმოებას დროებით აჩერებს. ბორჯომში აცხადებენ, რომ კომპანია დღემდე "სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით" აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.