საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, რომლებმაც არხზე არსებულ ცენზურასა და ე.წ. შავ სიებზე ისაუბრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია On.ge-ს გადაცემა ახალი კვირის ყოფილმა წამყვანა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ თამთა ჯანაძესა და სოფო ზედელაშვილთან ერთად ბრძანება დღეს, 29 აპრილს მიიღო.

On.ge ასევე ცდილობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებას. არხის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია მაშინ განუცხადა, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს. მოგვიანებით მან ისაუბრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვინ უნდა ჩაეწერა ჟურნალისტს და ვინ არა

25 მარტს დარსალიამ ბრიფინგზე დაასახელა იმ რესპონდენტების სახელი და გვარები, რომელთა ჩაწერაც, მისი თქმით, პირველმა არხმა აუკრძალა. ბრიფინგს, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტები, რომლებიც ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საქმის ფარგლებში სახალხო დამცველს მიმართავდნენ.