მაესტროს დამფუძნებლები, მამუკა ღლონტი და ეკა აკობია, გიორგი ისაკაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან და მაესტროს ჟურნალისტებს მოუწოდებენ, მხარში დაუდგნენ ერთმანეთს და არ დაუშვან მაესტროს სახელისუფლებო არხად ქცევა:

"გიორგი ისაკაძის მაესტროდან გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება იმედის მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით".

აკობია და ღლონტი დარწმუნებულები არიან, რომ თუ ჟურნალისტები ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ საკუთარი თავისი და თავიანთი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში "ირაკლი რუხაძე და კომპანია" აუცილებლად დაცლის მაესტროს პრინციპული ადამიანებისგან.

მაესტროს წამყვანი გიორგი ისაკაძე არხის დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა გაათავისუფლა. როგორც თავად განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ისაკაძის საავტორო გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვნამ განაპირობა.

მაესტროს წამყვანი გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს