ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს პოლიციელების მხრიდან ერთი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე დარღვევა დაადგინა. მათი თქმით, საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე, პროცედურული ნაწილის, დარღვევა. გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ, 28 აპრილს გამოიტანა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის ზაფხულში პატრულის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გააჩერეს ერთი პირი. ის შეეცადა, პოლიციელები დაერწმუნებინა, რომ არ დაურღვევია მოძრაობის წესები, რის შემდეგაც პატრულ-ინსპექტორმა პირი მისი მანქანისკენ გაათრია და თავში ხელი დაარტყა, შემდეგ კი მას 100-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შემდეგ მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორს მიმართა, რომ გაასაჩივრებდა გამოწერილ ოქმს და თავში ხელის წამორტყმასაც "არ აპატიებდა". ამის შემდეგ, ის სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო.
"დაკავებისას პატრულ-ინსპექტორებმა მომჩივანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში; მარჯვენამხრივი გულმკერდის ტრავმა, V და VII ნეკნების მოტეხილობა, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით", — წერს საია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირის მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება მის მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.საიაში აღნიშნავენ, რომ მომჩივანი არ იყო ჩართული გამოძიების პროცესში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
მას დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ გამოძიების დასრულებისას, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს, მიენიჭა, ხოლო 2015 წლის 2 დეკემბერს საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პასუხისგებაში მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორი მიეცა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ძალადობით სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არ იყო სრულყოფილი. გამოძიების ინტერესების მიღმა დარჩა მომჩივნისთვის მიყენებული ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა ნეკნების მოტეხილობა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, არცერთ პოლიციელს არ წაეყენა ბრალი აღნიშნულ ფაქტზე. დამატებით, სასამართლომ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დროული სამედიცინო გამოკვლევის/ექსპერტიზის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მიმდინარე საქმეზე ბრალი წაეყენა მხოლოდ ერთ პატრულ-ინსპექტორს და ისიც მხოლოდ თავის არეში ხელის დარტყმის საფუძველზე", — წერს საია.
მომჩივანმა 2018 წელს მოიგო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც სამინისტროს მის მიმართ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისითაც.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები