თბილისის მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაზიანების გამო, მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია

უწყების განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით.

მათივე განცხადებით, უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: #314, #304, #302 და მიკროავტობუსები: #534, #539.

რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, მერიის განცხადებით, #389, #327 და #367-ზე შეზღუდვა გავრცელდება — ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ.