ილონ მასკმა იხუმრა, რომ ახლა კოკა-კოლას იყიდის, რათა "კოკაინი დააბრუნოს მასში"
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს. მასკი ტვიტერის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია და ამჯერადაც ეს პლატფორმა შემდეგ პოტენციურ სამიზნეზე ხუმრობისთვის გამოიყენა.
"შემდეგში კოკა-კოლას ვიყიდი და მასში კოკაინს დავაბრუნებ" — დაწერა მან.
ილონ მასკის ეს ხუმრობა ეხმიანება მსოფლიოში ცნობილი ამ გაზიანი სასმლის თავდაპირველ რეცეპტს: ცნობილია, რომ 1886 წელს, როცა კოკა-კოლა პირველად შეიქმნა, მაშინ აშშ-ში კოკაინი აკრძალული არ იყო და პირვანდელ რეცეპტში ამ ნივთიერებასაც იყენებდნენ. მხოლოდ 1900-იანებიდან ამოიღეს კოკაინი კოკა-კოლას ინგრედიენტებიდან.
მხოლოდ ეს არ არის: ილონ მასკი ტვიტერის მომხმარებლების იმ ხუმრობასაც გამოეხმაურა, რომ იქნებ McDonald's-იც იყიდოს და ნაყინის გაფუჭებული აპარატები შეაკეთოს.
"მისმინეთ, მთლად სასწაულების მოხდენაც არ შემიძლია" — დაწერა ტვიტერზე.
რაც შეეხება კოკა-კოლას, თუ ილონ მასკი სერიოზულად იფიქრებს მის შეძენაზე, ამის მიღწევა, წესით, უფრო გაუჭირდება: კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება $284 მილიარდია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარებული ილონ მასკის ქონება კი ამჟამად $253 მილიარდს ითვლის.
მიუხედავად ამისა, მისთვის ამ ხუმრობის ასრულება შეუძლებლად მაინც არ უნდა მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტვიტერის შეძენაზე 2017 წელს იხუმრა და ხუთი წლის შემდეგ ასე სერიოზულობამდე მივიდა საქმე.
ილონ მასკი, რომელიც საკუთარ თავს "თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტს" უწოდებს, ტვიტერს ცენზურის გამო ხშირად აკრიტიკებდა, რომლითაც ამ პლატფორმაზე სიძულვილის შემცველი მასალა იზღუდება.
მასკი აცხადებს, რომ მის მფლობელობაში ტვიტერი უფრო "სახალისო" გახდება და კანონის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება დაცული სიტყვის თავისუფლება.
ბევრი ამ ფაქტს საშიშროებად აფასებს, ვიღაცები კი კრიტიკას იუმორით გამოხატავენ: მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა
"ილონ მასკი $43 მილიარდს ხარჯავს, რომ ტვიტერზე ვეღარ დაამცირონ, როცა შეეძლო, უბრალოდ ნაკლებად გამაღიზიანებელი ყოფილიყო".
ამ საკითხთან დაკავშირებით მასკის პოზიცია კი ასეთია:
"იმედი მაქვს, ჩემი ყველაზე საშინელი კრიტიკაც კი დარჩება ტვიტერზე, რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები