კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას იარაღით უზრუნველყოფაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნების იარაღით მომარაგება "საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას".

"თავისთავად, უკრაინია და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით მომარაგების ტენდენცია არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას", — თქვა პესკოვმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უნდა უზრუნველყონ, უკრაინასთან ერთად მოლდოვასა და საქართველოსაც ჰქონდეს საკმარისი ძალა და შესაძლებლობები სუვერენიტეტის და თავისუფლების შესანარჩუნებლად