კომპანია Google უკვე დიდი ხანია თანხმდება მომხმარებელთა მოთხოვნებს საძიებო ველში მოცემული შედეგებიდან პირადი ინფორმაციის გაქრობის თაობაზე, თუმცა შესაძლებლობა ამიერიდან გაცილებით დიდ სარგებელს მოგვიტანს.

კომპანიამ ძველი პოლიტიკა გააფართოვა, რის შედეგადაც Google საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის: ტელეფონის ნომრების, ელფოსტის მისამართებისა და ფიზიკური მისამართების გაქრობის საშუალებას მოგცემთ.

აქამდე კომპანია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმდებოდა მოთხოვნებს, მაგალითად, მაშინ, როცა კამპანიები ინტერნეტში სხვისი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას ცდილობდნენ. Google კვლავაც განიხილავს მოთხოვნებს, რათა მათ გულახდილობაში დარწმუნდეს და არ ამოშლის ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა. მაგალითად, პოლიტიკოსი ასე უბრალოდ ვერ მოითხოვს, ძიების შედეგებიდან თავიანთი ოფისის ტელეფონის ნომერი გაქრეს.

ამგვარი გადაწყვეტილება საფრთხილო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის არიდების სხვა მცდელობებს მოჰყვა. გასული წლიდან მოყოლებული Google-ის არასრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ, კომპანიას სთხოვონ და ძიების შედეგებიდან თავიანთი სურათები ამოაშლევინონ.

მართალია, პოლიტიკის ამგვარი გაფართოება კონფიდენციალურობის დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა, თუმცა იგი ხელს მაინც შეუშლის სხვისი პირადი ინფორმაციის გამავრცელებლებს, მოძალადეებსა და სტალკერებს, თავიანთ სამიზნეებს Google-ის საძიებო ველის საშუალებით მისწვდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.