საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის დნეტსრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ის ამის შესახებ Twitter-ზე წერს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ დნეტსრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა მაია სანდუს და მთელს მოლდოვას. ევროპის მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყველა ჩვენგანისთვის რისკია", — წერს ის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 თვის შემდეგ აფეთქებების ხმა დნესტრისპირეთიც იყო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობდა, რომ მოსკოვის მადა იზრდება და რუსული არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება.