საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად გამოკითხული მოსახლეობის 74%, ხოლო მეტ-ნაკლებად 14% ემხრობა. ამას საერთოდ არ ემხრობა 6%, 4% — ნაწილობრივ.

ფოტო: IRI

რაც შეეხება NATO-ს, გამოკითხულთა 60% სრულად ემხრობა გაწევრიანებას, ნაწილობრივ — 15%. კვლევის მიხედვით, ამას სრულად ეწინააღმდეგება 12%, ხოლო ნაწილობრივ — 8%.

ფოტო: IRI

ამასთან, მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ევროკავშირს, აშშ-სა და უკრაინას ასახელებს. კერძოდ, ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხული მოსახლეობოს 54%-ს მიაჩნია, აშშ — 53%-ს, უკრაინა კი — 45%-ს. რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.

ფოტო: IRI

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის, ხოლო 83% — რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-სმიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი -64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ამავე თემაზე: