საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე გსურთ თუ არა მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები ნახოთ, დადებითად საქართველოს მოსახლეობის 60%-მა უპასუხა. პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით მოსახლეობის 30%-ია კმაყოფილი, კითხვაზე პასუხი არ აქვს მოსახლეობის 10%-ს.

ფოტო: IRI

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-სმიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი -64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ამავე თემაზე: