უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს. გუშინ, 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს.

"რუსეთი ცდილობს ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის დარღვევას", — ამბობს ის.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი რუსეთის საბოლოო მიზანი დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა.

"რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლა და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს. ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მათ მიიღეს ცნობა, რომ მიწოდება 27 აპრილს შეუჩერდებათ.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ "არამეგობრულმა ქვეყნებმა" გაზის საფასურის გადახდა რუბლში უნდა დაიწყონ, რაზეც ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში