პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს. ცუდი ამბავი: თუ უკრაინა ხვალ დამარცხდება, რუსული ჯარები კიშინიოვის შესასვლელთან იქნებიან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. თუმცა ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვიმუშავოთ", — აცხადებს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა 23 აპრილსაც განაცხადა, რომ კრემლის "მადა იზრდება". მისი თქმით, შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში