სამი წლის შემდეგ ადრონული კოლაიდერი კვლავ ჩაირთო და უმალვე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კოლაიდერი ამ დროის განმავლობაში ახლდებოდა და ახლა ის მუშაობას მომატებული შესაძლებლობებით გააგრძელებს.

ჯერ მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდში ნაწილაკების ამაჩქარებელმა პროტონების ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული სხივები შექმნა, რაც კი ოდესმე ეს ადამიანებს უქნიათ. ნაწილაკები ჟენევაში 27 კილომეტრის გვირაბის გარშემო ტრიალებდნენ ენერგიით 6,8 ტრილიონი ელექტრონვოლტი (TeV).

"ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა... მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან გრძელი ექსპლუატაციის პერიოდის დასაწყისია, რომელიც უდიდეს სამეცნიერო მიღწევებამდე მიგვიყვანს. ჩვენ შევძლებთ მივიღოთ უმაღლესი ენერგიის შეჯახება", — ამბობს იორგ ვენინგერი, LHC სხივების მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელი და LHC მანქანების კოორდინატორი.

მისი თქმით, ტესტირება მალე დასრულდება და ნაწილაკების შეჯახება რამდენიმე თვეში დაიწყება.

ცნობისთვის, LHC-მა დაამყარა თავისი პირველი რეკორდი (და გახდა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ნაწილაკების ამაჩქარებელი) 2009 წელს, მუშაობის დაწყებისთანავე. მაშინ პროტონები აჩქარდა 1 ტევ-ზე მეტ ენერგიამდე, რითაც დაემხო Fermilab-ის Tevatron ამაჩქარებლის რეკორდი, რომელიც ილინოისშია.

"პირველი რეკორდის შემდეგ, ერთი წელი იყო გასული და ენერგია უკვე 3.5 TeV-მდე ავიიყვანეთ", — ამბობს ვენინგერი.

კიდევ ერთი რეკორდის დამყარების შემდეგ, LHC დროებით დაიხურა და მისი განახლება მოხდა.

"ამან მოგვცა საშუალება 2015 წელს მიგვეღწია 6.5 TEV-ამდე. ეს კიდევ ერთი ახალი მსოფლიო რეკორდი იყო", — თქვა ვენინგერმა.

მეორე ხანგრძლივი გამორთვის დროს, რომელიც ახლახან დასრულდა, მკვლევრებმა და ტექნიკოსებმა მაგნიტის უსაფრთხოების სისტემის შემდგომი კონსოლიდაცია მოახდინეს. ამ შესწორებებმა მკვლევრებს ახალი რეკორდის დამყარების საშუალება მისცა.

ეს კონკრეტული რეკორდი არ არის ერთადერთი სიახლე, რომელსაც LHC-ის მეცნიერები უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ. ამაჩქარებლის რამდენიმე ექსპერიმენტმა საგრძნობლად გაზარდა მონაცემების რაოდენობა, რომელთა შეგროვებაც შესაძლებელია. ამას გასაკვირი აღმოჩნებისთვის კარების გახსნა შეუძლია.

"CERN-ის ამაჩქარებლის ტექნოლოგიამ გამორთვისას მნიშვნელოვანი განახლება განიცადა. თვითონ LHC-მაც გაიარა ვრცელი განახლების პროგრამა და ახლა ის კიდევ უფრო მაღალი ენერგიით იმუშავებს", — ამბობს მაიკ ლამონტი, ამაჩქარებლის ტექნოლოგიების დირექტორი CERN-ში.

ახლა ახალი გაშვების შემდეგ, კოლაიდერის თითოეული ორი ზოგადი დანიშნულების დეტექტორი — ATLAS და CMS — მონიტორინგს გაუწევს უფრო მეტ შეჯახებას, ვიდრე აქამდე. სხვა ინსტრუმენტების სიმძლავრე 50-ჯერაც კი გაიზარდა.

მკვლევრები მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ ამ მონაცემებს ფიზიკის ზოგიერთ ყველაზე გაუგებარ და ფუნდამენტურ საიდუმლოებეში უფრო ღრმად გასარკვევად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.