სულაკაურის გამომცემლობამ სერია "ლიტერატურული ოდისეა" 2016 წელს შექმნა და დღეისთვის 24 ქვეყნის 48 ავტორის 60-ზე მეტი ნაწარმოები აერთიანებს. ამ სერიის წიგნებს ქართველი მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებათა უმეტესობა ქართულად პირველად ითარგმნა. სერიის მთავარი ხიბლიც ეს არის — აქ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რაც საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ სხვა კულტურებსა და მათ ლიტერატურულ თავისებურებებს.

ამ გამოკითხვით კი ვეცდებით, გავიგოთ, თუ რომელია სერია "ლიტერატურული ოდისეას" აღნიშნული ჩამონათვალიდან მკითხველის ფავორიტი წიგნი: მონიშნე მხოლოდ ერთი წიგნი და გაიგე, რომელი ლიტერატურული ნაწარმოები ლიდერობს ხმათა უმრავლესობით.

თუ ჩამონათვალში ვერ იპოვე შენი საყვარელი წიგნი ამ სერიიდან, მაშინ კომენტარებში გაგვიზიარე.

თუკი გიყვარს კითხვა და ეძებ სივრცეს, სადაც საყვარელ წიგნებზე საუბარს დაუსრულებლად შეძლებ და თანამოაზრეებსაც იპოვი, მაშინ შემოგვიერთდი ჯგუფში — ერთი გვერდიც და...