გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოსთან ერთად ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალონდელი.

მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამის და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იყოს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.