თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰობიტის მსგავსი ჰომინიდის სახეობის ძვლები იპოვეს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე. ახლა კი ერთ-ერთი მკვლევრის აზრით, ეს შესაძლოა, მხოლოდ უძველესი ძვლები არ იყოს.

ჟურნალ The Scientist-ში ეთნობიოლოგი გრეგორი ფორტი ხსნის, თუ რატომ თვლის, რომ ჰომო ფლორეზიენსისი, როგორც მათ ცნობილმა ანთროპოლოგმა მაიკ მორვუდმა უწოდა, შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალია.

2004 წელს მორვუდის აღმოჩენამ დაშოკა სამეცნიერო საზოგადოება. მისი თქმით, ეს "აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და ფაქტიურად უცხოპლანეტელის დაფიქსირებას უტოლდება".

ჰომინიდის ეს სახეობა, რომელსაც პოპ-კულტურამ "ჰობიტი" უწოდა, ვარაუდობდნენ, რომ გადაშენებული იყო. თუმცა, როგორც ფორტი თავის ახალ წიგნში ამბობს, ადგილობრივმა ტომმა — ლიომ აღწერა შეტაკებები მცირე ზომის არსებებთან. მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს მცირე ზომის არსებები სწორედ ის "ჰობოტები" არიან. საუბარია ფლორეზიენსისზე.

"წიგნის დაწერის მიზანი იყო, მეპოვა საუკეთესო ახსნა ლიოს ტომის აღწერების. ეს არის ყველაზე რაციონალური და ემპირიულად საუკეთესოდ მხარდაჭერილი ახსნა იმის თუ ვისთან ჰქონდა საქმე ლიოს ტომს. ეს მოიცავს ცნობებს 30-ზე მეტი თვითმხილველის შესახებ, რომლებსაც მე პირდაპირ ვესაუბრე. საუკეთესო გზა იმის ასახსნელად, რაც მათ მითხრეს, არის ის, რომ ეს სახეობა ახლაც არსებობს", — ამბობს გრეგორი ფორტი.

ეთნობიოლოგი აღწერს, ლიოს მითოლოგიაში ადამიანების სხვა სახეობებად გარდაქმნის პროცესს, როგორც ნაწილს "ახალ გარემოში გადასვლისა და ცხოვრების ახალი გზების დანერგვისა". მეცნიერის თქმით, ეს მითი შეიძლება მიუთითებდეს კავშირზე ადამიანებსა და მათ ფლორეზიენსიელ წინაპრებს შორის.

"პალეონტოლოგები და სხვა მეცნიერები კარგს იზამენ, თუ ამ ძირძველ ცოდნას უკეთ შეისწავლიან. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო ლოკაცია ინდონეზიაა", — წერს ფორტი ჟურნალ The Scientist-ში.

ფორტის ვარაუდებს ჯერ კიდევ განმტკიცება სჭირდება, მაგრამ მისმა განცხადებებმა სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და ვნახოთ რა იქნება შემდეგი.

ასევე: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.