ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ უზდენოვი ღარიბაშვილს შეხვდა, ამტკიცებს, თითქოს "დასვენებაზე ისაუბრეს" — ფორმულა
ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში, რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
უზდენოვისა და ღარიბაშვილის შეხვედრაზე საუბარია გავრცელებულ ჩანაწერებში, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს შორის შედგა. ევტუშენკოვი ამ ჩანაწერის ავთენტურობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ის ტელეკომპანიას ეუბნება, რომ ივანიშვილს ბოლოს დაბადების დღეზე ესაუბრა, მოგვიანებით კი ამბობს, რომ უზდანოვის საქართველოში ჩამოსვლაზეც ელაპარაკა. ამასთანავე, ფორმულას თარგმანის მიხედვით, რუსი ოლიგარქი აცხადებს, რომ "ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია".
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.
ჟურნალისტი: ალი უზდენოვი არ იყო საქართველოში? არ შეხვედრია პრემიერ ღარიბაშვილს?
ევტუშენკოვი: საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა.
ჟურნალისტი: მარტში?
ევტუშენკოვი: მე არ მახსოვს, როდის. მგონი, მარტში.
ჟურნალისტი: მიზანი რა იყო?
ევტუშენკოვი: არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ჟურნალისტი: საქმიანი მიზანი რა ჰქონდა მის ვიზიტს?
ევტუშენკოვი: სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი.
ინტერვიუს თანახმად, ევტუშენკოვი ამტკიცებს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ "მეგობრული" ურთიერთობა აკავშირებს და საქმიანი კონტაქტები მასთან არც არასდროს ჰქონია.
ჟურნალისტი: გუშინ გავრცელდა ჩანაწერი, რომ ალი უზდანოვი ჩამოვიდოდა საქართველოში და თქვენ ეუბნებით ბიძინა ივანიშვილს, რომ მას შეხვდეს.
ევტუშენკოვი: არა... აა, კი. ვილაპარაკეთ დასვენების საკითხზე.
ჟურნალისტი: პრემიერთან დასვენების თემაზე ისაუბრა?
ევტუშენკოვი: ვფიქრობ, კი.
ჟურნალისტი: უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებით, ესაუბრეთ ივანიშვილს? გთხოვთ, გაიხსენოთ, დაგვიდასტუორთ ან უარყოთ.
ევტუშენკოვი: თქვენ პროკურორი ხართ?
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".
ვინ არიან ევტუშენკოვი და უზდანოვი
ვლადრიმერ ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან. ევტუშენკოვი კომპანიის დამაარსებელი რუსი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ. მას შემდეგ რაც ევტუშენკოვს სანქციები დაუწესეს, მან კომპანიის წილები ნათესავებს გადაუნაწილა და სისტემას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. უზდენოვი სისტემას მმართველი პარტნიორია, მანამდე კი ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული. კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.
ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".
ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.
ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო. გარდა ამისა, 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
ამავე თემაზე:
- ლელო მოითხოვს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
- საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო — მაჭარაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ზარქუა ჩანაწერზე: თუ მართალია, საუბარი რაზეა — ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს
- შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია — პაპუაშვილი ჩანაწერებზე
- რომც იყოს ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე — კობახიძე ჩანაწერებზე
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები