ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში 40 ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინას და ყველას, ვინც მოლაპარაკებებს ესწრება, სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს.

"როგორც ვხედავთ, მთელი მსოფლიოს ქვეყნები ერთიანი არიან უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს, ისევე როგორც ყველას აქ", — თქვა ოსტინმა.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ომის შედეგი სწორედ შეხვედრაზე მყოფ ადამიანებზეა დამოკიდებული.

"დრო არ არის უკრაინის მხარეს. ამ ბრძოლის შედეგი, სწორედ აქ, დღეს, ამ ოთახში მყოფ ადამიანებზეა დამოკიდებული. უკრაინელები იბრძოლებენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ბრძოლის საშუალება", — ამბობს ის.

დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა განიხილონ უკრაინის შეიარაღების საკითხი. აშშ-ს არმიის გენერალმა, მარკ მილიმ თქვა, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კიევისთვის უსაფრთხოების მზარდი დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაციაა, რომელიც მოიცავს მძიმე იარაღის მიწოდებას.