Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ტელეწამყვანმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, ტვიტერის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, საიტზე დაბრუნების ნებართვა რომც მისცეს, იგი პლატფორმაზე ყოფნას მაინც არ მოისურვებს.

ასევე იხილეთ: Twitter მასკს დათანხმდა — ილონი კომპანიას $44 მილიარდად შეიძენს

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მომდევნო კვირაში იგი თავისივე სოციალურ ქსელს "Truth" "ფორმალურად" შეუერთდება, ხოლო პლატფორმა ტვიტერს, რომელიც მისი ბულინგის კერა გახლდათ, აღარ დაუბრუნდება.

"არ დავუბრუნდები Twitter-ს, TRUTH-ზე დარჩენას ვაპირებ", — აცხადებს ის — "ვიმედოვნებ, მასკმა ტვიტერი მის გასაუმჯობესებლად შეიძინა და ის კარგი კაცია, მაგრამ TRUTH-ზე დავრჩები".

როგორც უწყებაშია აღნიშნული, TRUTH Social პლატფორმას Trump Media & Technology Group ფლობს, რომლის აღმასრულებელი დირექტორია დევინ ნუნსი, კალიფორნიის ყოფილი კონგრესმენი.

"მილიონობით ადამიანს ვიღებთ, შედეგად კი ვასკვნით, რომ TRUTH-ს ტვიტერზე ბევრად უკეთესი გამოხმაურება აქვს. Twitter-ზე ბოტები და ყალბი ანგარიშებია, ჩვენ კი ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ", — აცხადებს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი.

"საქმის არსი ისაა, რომ, არა, ტვიტერს არ დავუბრუნდები", — დასძენს ის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.