ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთებას მაისში გეგმავენ. ამაზე ინფორმაციას BBC ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინური მედიის ცნობით, ქვეყნების ლიდერები გეგმავენ შეხვედრას 16 მაისის კვირაში, რათა განაცხადონ ამაზე.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

20 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ასეთი ნაბიჯების შედეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.