ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი, რომელსაც ლგბტ უფლებების ადვოკატირებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, ამჯერად მიგელ ჯონსონის დაცვას აპირებს, რომელსაც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ საკუთარ ქალაქში ბევრი პრობლემა შეექმნა.

"მე მქონდა პატივი გასულ წელს მიგელი გამეცნო, ის ძალიან ჭკვიანი და მამაცი ადამიანია, რომელიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ისე, როგორც ამას ყველა სხვა ადამიანი. თუმცა მას, მხოლოდ იმის გამო უქმნიან პრობლემებს რომ ის ტრანსგენდერია. მე, როგორც მშობელს, მსურს, სკოლებსა და კოლეჯებში ყველა მოსწავლემ იგრძნოს თავი დაცულად და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ. მინდა, მიგელმა და ყველა ტრანსგენდერმა ადამიანმა იცოდეს, რომ მე მათ გვერდით ვარ და ისინი მარტო არ არიან. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ", - ამბობს ჯულია რობერტსი.

როგორც აღმოჩნდა, მიგელს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც დონალდ ტრამპმა 22 თებერვალს გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც რეგიონის სკოლებში "საგანმანათლებლო პოლიტიკა" დამკვიდრდა.

მიგელს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც დონალდ ტრამპმა ობამას დროინდელი მიდგომა შეცვალა, რომელიც ტრანსგენდერი მოსწავლეების დაცვას ითვალისწინებდა და მათ შორის, მათ უფლებას აძლევდა, ესარგებლათ იმ საპირფარეშოებით, რომლებიც მათი გენდერული იდენტობის შესაბამისი იყო. ამ წესის დანერგვის ან გაუქმების უფლება ტრამპმა ლოკალურ დონეზე დაიყვანა და ახალი ბრძანების მიხედვით, ამ საკითხზე სკოლებს საკუთარი "პოლიტიკის" გატარების უფლება მისცა.

"ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, მას ხშირად უთქვამს, რომ ის ლგბტ მოსწავლეებს მხარს უჭერდა, თუმცა როდესაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა, რომ დაგვცინოდა. როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ტრანსგენდერების უფლებებზე ზრუნვა იყო, ამის მაგალითი კი ის არის, რომ ჩვენ [ტრანსგენდერებს] მოგვეცა საშუალება ჩვენს სკოლებში იმ საპირფარეშოთი გვესარგებლა, რომელიც ჩვენს გენდერულ იდენტობას შეესაბამებოდა. ახლა კი ეს ასე აღარ არის", - ამბობს მიგელი.

გარდა ამისა, რამდენიმე შტატში უკვე ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც სტუდენტები იძულებულები არიან, საერთო საცხოვრებლებში ოთახები არა საკუთარი გენდერული იდენტობის, არამედ იმ სქესის მიხედვით აირჩიონ, რომელიც მათ დაბადების მოწმობაში უწერიათ.