კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად $700 მილიონის სამხედრო დაფინანსებას გამოყოფს.

თანხის დაახლოებით ნახევარი უკრაინას გადაეცემა, დანარჩენს კი NATO-ს წევრები და სხვა რეგიონული მოკავშირეები გაინაწილებენ. გარდა ამისა, აშშ კიევს $165 მილიონის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონატირსკის შეხვდნენ.

როგორც BBC წერს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აშშ-ის მაღალჩინოსნებისა და ზელენსკის შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო.

აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების ჩასვლაზე კიევში ინფორმაცია გუშინ, 24 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრეჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა გაავრცელა. ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია კიევში.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში