საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში სააღდგომო პრემიად მიმდინარე წლის აპრილში 19 250 ლარი გაიცა. პრემიის გაცემის შესახებ ბრძანება მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ეალიშვილმა 11 აპრილს გამოსცა.

სამინისტროში აპრილის თვეში თანამშრომლებმა ჯამში 191 030 ლარი გამოიმუშავეს. საიდანაც 99 300 ლარი ხელფასისა და შვებულებისთვის გაცემული თანხა, დარჩენილი 91 730 ლარი კი, პრემია და დანამატი ერთად.

სამინისტროს თანამშრომლებს 2017 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) პრემია არ აუღიათ, თუმცა, ყოველთვე ერიცხებოდათ დანამატები. პირველ კვარტალში ხელფასზე და შვებულებაზე სულ 300 547 ლარი გაიცა, დანამატებზე კი - 2016 180 ლარი.

ენერგეტიკის სამინისტროში სააღდგომო პრემიის გასაცემად გამოცემული ბრძანება

ფოტო: ენეგრეტიკის სამინისტრო / On.ge