უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევში უკრაინის თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი ჩადიან. მან განაცხადა, რომ ხვალ აშშ-ს წარმომაგენლებთან ვიზიტი ექნება, შემდეგ კი ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი დაასახელა. ამ დროისთვის აშშ-ს ეს ვიზიტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

"არამგონია დიდი საიდუმლო იყოს, თუმცა არ ვიცი ცნობილია თუ არა, ხვალ ჩვენთან მოდიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მე მექნება შეხვედრა თავდაცვის მდივანთან და სახელმწიფო მდივანთან, ბატონ ბლინკენთან", — განაცხადა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება იარაღის მიწოდებაზე და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინას მიეწოდებინა ის იარაღი, რომელიც სჭირდებათ. მისივე თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ ოსტინი გერმანიაში ჩავა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან, როცა უსაფრთხოება მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას კიევში ჩავიდეს და ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს.