რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შარლ მიშელს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული. კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებებში "კიევს თანამიმდევრულობა" ჯერ არ გამოუჩენია.

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მიშელის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გახსნას დერეფნები მარიუპოლიდან და სხვა ალყაშემორტყმული ქალაქებიდან. მისი თქმით, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა.

სტამბულში გამართულ მოლაპარაკებამდე რუსეთი ასეთი შეხვედრის აუცილებლობას გამორიცხავდა, თუმცა ბოლო რაუნდის შემდეგ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად, შესაძლებელია, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი თქმით, ეს ვერსია იძლევა დამატებით შესაძლებლობებს პოლიტიკური დეტალების განხილვისთვის.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში