ფრთხილად! ვირუსმა მაკის მომხმარებლებსაც შეუტია
Mac-ის მომხმარებლები ყოველთვის ამაყობდნენ, რომ მათ სისტემას ვირუსები ვერაფერს აკლებდა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. Check Point-ის მკვლევრებმა ვირუსის გავრცელების გზები აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ვირუსი სახელად OSX/Dok ელექტრონული ფოსტით, ფიშინგის გზით ვრცელდება. მომხმარებლებს ფოსტაზე მისდით ფიქტიური ინფორმაცია, რომელიც მათ მიმაგრებული ფაილის Dokument.ZIP-ის გადმოწერისკენ მოუწოდებს.
თუ მოტყუვდით და წერილის ავტორის თხოვნას დაემორჩილეთ, ვირუსის გამავრცელებელს თქვენს სისტემაში შეღწევის საშუალებას მისცემთ. მას ექნება საშუალება, შეანელოს თქვენი ინტერნეტი, დააკვირდეს თქვენს აქტიურობას, გაიძულოთ სხვადასხვა საიტებზე გადასვლა და ა.შ.
OSX/Dok ვირუსი საშიშია და თქვენს პირად მონაცემებს საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ მისი თავიდან არიდება ძალიან მარტივია. უბრალოდ, არ უნდა გადმოწეროთ ისეთი ფაილები, რომლის სანდოობაშიც არ ხართ დარწმუნებული. თუ მაინც შეცდით, გამოსავლის პოვნაც შეიძლება. განსაკუთრებით გამოსადეგ რჩევებს Mac-ის შესახებ ყოვლისმცოდნე საზოგადოება iMore გასცემს.
როგორ მოიშოროთ ვირუსი, თუ ის უკვე შემოიჭრა თქვენს კომპიუტერში?
თუ თქვენ მიიღეთ მსგავსი ელექტრონული შეტყობინება და მიმაგრებული ფაილი გადმოწერეთ და სხვა ინსტრუქციებიც შეასრულეთ, ე.ი. თქვენი სისტემა დავირუსებულია. ამას თავადაც მიხვდებოდით. თუმცა თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ამ ვირუსის დამარცხება შესაძლებელია.
პირველ რიგში გადადით Proxy კონფიგურაციის პარამეტრებში და წაშალეთ სერვერის ყალბი მონაცემები:
- დააჭირეთ Apple Menu ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში;
- ჩამოშლილი მენიუდან აირჩიეთ System Preferences;
- აირჩიეთ Network;
- აირჩიეთ ინტერნეტ კავშირი, რომელზეც ხართ დაკავშირებული;
- აირჩიეთ Advanced ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში;
- აირჩიეთ Proxies tab;
- აირჩიეთ Automatic Proxy Configuration;
- წაშალეთ ბმული, რომელიც ასეა მითითებული: http://127.0.0.1.5555...
ამას გარდა, როგორც წესი, ვირუსი ავტომატურად აინსტალირებს ორ LaunchAgents, რომელიც უნდა იპოვოთ და წაშალოთ. მათი პოვნა შესაძლებელია ასე:
1) /Users/%User%/Library/LaunchAgents/com.apple.Safari.proxy.plist
2) /Users/%User%/Library/LaunchAgents/com.apple.Safari.proxy.plist
საბოლოოდ, თქვენ უნდა წაშალოთ ფიქტიურად შეყვანილი Apple Developer Certificate :
- გახსენით Finder;
- აირჩიეთ Applicatons;
- გახსენით თქვენი Utilities ფოლდერი;
- ორჯერ დააკლიკეთ Keychain Access-ზე;
- დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ან დააჭირეთ ctrl + კლიკით და მონიშნეთ სერტიფიკატი სახელად COMODO RSA Secure Server CA 2;
- ჩამოშლილი არჩევანიდან აირჩიეთ Delete Certificate;
- დაადასტურეთ, რომ გსურთ წაშლის ოპერაციის შესრულება;
სულ ეს არის. ჯერჯერობით უცნობია ამ საკითხზე Apple-ს პოზიცია, რომელიც წლებია ბაზარზე სწორედ ყველაზე დაცული სისტემით გამოირჩევა.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
კომენტარები