რუსეთი უკრაინაში ომის მეორე ფაზის მიზნებს ასახელებს. რუსეთის გენერალ-მაიორი რუსტამ მინეკაევის თქმით, მათი მიზანია დონბასისა და სამხრეთ უკრაინის კონტროლი. პროპაგანდისტული მედია TAS წერს, რომ დონბასის სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან.

"სპეცოპერაციის მეორე ფაზის დაწყებისთანავე, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი დავალება რუსეთის არმიისთვის იყო ის, რომ სრული კონტროლი დაამყარონ დონბასზე და სამხრეთ უკრაინაზე", — ამბობს მინეკაევი.

მან ასევე ისაუბრა სამხრეთ უკრაინის დაკავების მნიშვნელობაზეც. კრემლს სურს, მოლდოვის ოკუპირებულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან ხმელეთით შეძლოს დაკავშირება.

რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ ამის მთავარი მიზეზი იმ ადამიანების "დახმარებაა", რომლებზეც "ზეწოლა ხორციელდება".

რუსული ძალები ამჟამად მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ სამხრეთ უკრაინას. მთავარ ქალაქებს, როგორიცაა ნიკოლაივი და ოდესა, უკრაინის კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსეთი მთლიანად ვერ აკონტროლებს ვერც მარიუპოლს. ქალაქს უკრაინელი სამხედროები იცავენ, რომლებიც აზოვსტალში მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად არიან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში