კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, მნიშვნელვოვანია, სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თემაზე ოპოზიციის წუხილი გათვალისწინებული იყოს. ამის შესახებ მან ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედის შემდეგ ისაუბრა.

"როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული", — თქვა მან. [ფორმულას თარგმანი]

აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კრის კუნსმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა მიმართულებით.

კონგრესის დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლების შემდეგ, შეხვედრებს მთავრობის ადმინისტრაციაში მართავს. გუშინ ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდნენ.