საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 30 აპრილიდან სამგზავრო მატარებლებს ახალი გაჩერება, კოპიტნარი დაემატება. მგზავრებს აეროპორტამდე 5 წუთი დასჭირდებათ. კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.

"ქუთაისის აეროპორტი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს", — ნათქვამია განცხადებაში.

რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.