პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას მათთან შენიშვნები არ ექნება. ამის შესახებ, მან დღეს 1 მაისის პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"გამორიცხულია ვენეციის კომისიამ დადოს უარყოფითი დასკვნა 5 პროცენტიან ბარიერზე და ბლოკის გაუქმებაზე, იმიტომ რომ სრულად თავსებადია იგი ევროპულ პრაქტიკასთან. ერთადერთი რაზეც შეიძლება, ჰქონდეს დამატებითი მსჯელობა ვენეციის კომისიას ესაა ბონუსის ელემენტი, რადგან იგი ორ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა დარწმუნებულები ვართ უარყოფითი დასკვნა აქაც არ დაიდება".

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია, სრულ თავსებადობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან: "არცერთი რეგულაცია არ არის სადაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი".

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მხოლოდ პროპორციული სიით აირჩევიან.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით პროპორციული წესით გადაუნაწილებელი მანდატები ყველა იმ პარტიაზე ნაწილდებოდა, რომელიც ზღვარს (5%) გადალახავდა, პროექტის მიხედვით, ყველა ეს მანდატი ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლის პარტიასთან მოხვდება.