ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარეს. ლატვიის პარლამენტმა ასევე მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

ესტონეთის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სისტემური და მასობრივი ომის დანაშაულები ჩადენილია უკრაინელი ერის წინააღმდეგ.

"რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა გენოციდი, მათ შორის მასობრივი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს იყო მკვლელობები, ადამიანის გატაცება, დეპორტაცია, თავისუფლების შეზღუდვა, წამება, გაუპატიურება და ცხედრების შეურაცხყოფა", — აცხადებს ესტონეთის პარლამენტი.

ლატვიის საეიმამ, ერთხმად მიიღო განცხადება, რომელიც მათი განცხადებით, ჩვენებებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება.

"როგორც გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, ლატვია ვერ მიიღებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს", — ნათქვამია განცხადებაში.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში