ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოჩენილი სისუსტე იგრძნო და ამით ისარგებლა, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ყირიმში, სირიასა და ლიბიაში.

"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისა და NATO-ს მოკავშირეებისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის ძალიან ნათელი სიგნალი გაეგზავნათ, რომ თუ ნამდვილად შეიჭრებოდა, მას ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა.

სამწუხაროდ პუტინმა აშშ-ის მხრიდან წლების განმავლობაში გამოჩენილი სისუსტე იგრძნო. ამით ისარგებლა მაშინ, როდესაც შეიჭრა საქართველოში, როდესაც ყირიმში შეიჭრა, ასევე სირიასა და ლიბიაში, და მაშინ როდესაც არჩევნების დროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან გამბედავი კიბერშეტევა განახორციელა. მას ამის საზღაური არ გადაუხდია. ასე, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს შეჭრაც ასე ჩაივლიდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ძალიან ცხადად ეთქვათ, რომ მას ფასის გადახდა მოუწევდათ, ასეც მოიქცნენ, რაც გამოიხატა სანქციების დაკისრებაში, ასევე უკრაინისთვის იარაღის სახით გაწეულ დახმარებაში", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში. [ფორმულას თარგმანი]

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში