პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მადრიდის სამიტზე საკვანძო იქნება, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და პერსპექტივა.

"ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე.

თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი, ახალი პერსპექტივა", — განაცხადა ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ურთიერთობები გაღრმავდეს, გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე.